სერგი კაპანაძე-ორი კვირაა ვცდილობთ, რომ სარალიძის საქმეზე პარლამენტმა გარკვეული ნაბიჯები გადადგას

ორი კვირაა ვცდილობთ, რომ სარალიძის საქმეზე პარლამენტმა გარკვეული ნაბიჯები გადადგას, თუმცა ხელისუფლება დისკუსიის არჩევნების შემდგომ გადატანას ცდილობს, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, სერგი კაპანაძემ ბიუროს სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა.

„ორი კვირაა ვცდილობთ, რომ სარალიძის საქმეზე პარლამენტმა გარკვეული ნაბიჯები გადადგას, განსაკუთრებით იმის შემდეგ, რაც “ქართული ოცნება” წაგებული პირველი ტურის შემდეგ გამოვიდა და თქვა, რომ გაკვეთილები ისწავლა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმე, რომელზეც ხელისუფლებას გაკვეთილები უნდა ესწავლა, სწორედ დათო სარალიძის საქმე იყო. ჩვენ დავარეგისტრირეთ დადგენილება, რომელიც გულისხმობს კომისიის მიერ შემუშავებული რამდენიმე რეკომენდაციის შესრულების საკითხს. ეს საკითხი რატომღაც არც ბიუროზე ხვდება და არც იურიდიულ კომიტეტზე. როგორც ჩანს, “ქართული ოცნება” ცდილობს, ეს დისკუსია არჩევნების შემდეგ გადადოს. ჩვენ ვცდილობთ, რომ უახლოეს მომავალში შედგეს ეს დისკუსია”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

რაც შეეხება შს მინისტრის, გიორგი გახარიას პარლამენტში მისვლას, სერგი კაპანაძის თქმით, მინისტრი “ევროპულმა საქართველომ” ფრაქციის ფორმატში დაიბარა და სწორედ ამ ფორმატში ელოდება მას.

მისივე თქმით, დეპუტატების შეკითხვები ძირითადად დათო სარალიძის საქმეს შეეხება, თუმცა იქნება სხვა კითხვებიც.

banner
წინა სტატიაში,,სააკაშვილის განცხადება ქართველებისა და ებრაელების 26-საუკუნოვან ურთიერთობას შეურაცხყოფას აყენებს”
შემდეგი სტატიაკახა კუჭავა „ვივუსის“ გადაწყვეტილებას პოლიტიკური მოტივით ხსნის