სერგი კაპანაძე – ოპოზიცია არ შედის პარლამენტში

მანდატების შეჩერების პროცესის გაჭიანურებით ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ ქმნის ილუზიას, თითქოს ოპოზიცია შედის პარლამენტში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

 

„რაც შეეხება ბატონი ელისაშვილის და მისი კოლეგის მისვლას პარლამენტში, ეს თემა ჩემთვის სრულიად უინტერესოა, არაფერი იცვლება ელისაშვილი სად შევა, სად მივა და რას იტყვის, ჩვენთვის არაფერს არ ცვლის. რაც შეეხება მეხუთე რაუნდს, იქნება იმ შემთხვევაში, თუ „ოცნება“ წამოვა რაიმე კომპრომისზე. ინდივიდუალური შეხვედრები არ იქნება. შევხვდებით ელჩებთან ერთად, თუ მათი მხრიდან იქნება მზაობა, წამოვიდნენ კომპრომისზე, რაზეც აქამდეც იქნება საუბარი“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ვირუსის ბლოკატორები