სერგი კაპანაძე : მოზარდების მკვლელობის საქმეში კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდა

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეში სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდა , – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით. სერგი კაპანაძის თქმით, შაბათს კომისია შეხვედრას გამართავს სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

„სამწუხაროდ, ძალიან ბევრი კითხვა, რომელიც ჩვენ დავსვით რჩება პასუხგაუცემელი. კიდევ უფრო სამწუხარო ის არის, რომ საქმეში მეტი დამატებითი კითხვა გაჩნდა. ჩვენ გავაგრძელებთ საჯარო შეხვედრებს და ეს იქნება გაცილებით ვიწრო ფორმატში. ასევე შეხვედრები გვექნება სრულწლოვან თვითმხილველებთანაც. კომისიის სრულ ფორმატში შეხვედრა შაბათს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველთან გაიმართება. ამის შემდეგ კომისიის წევრები დეტექტივების კონკრეტული ჯგუფის უფროსს გამოვკითხავთ“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაში(Video) შსს-მ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 5 ნარკორეალიზატორი დააკავა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო
შემდეგი სტატიაიუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში ორ ძირითად პრობლემას გამოვყოფდი – გამჭვირვალობას და განსხვავებული აზრის დევნას