სერგი კაპანაძე – მამუკა ბახტაძემ არაფერი არ გააკეთა და თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მამუკა ბახტაძე იყო პრემიერ-მინისტრი, რომელიც საქართველოს ისტორიაში არ დარჩება.

როგორც ჟურნალისტებს კაპანაძემ განუცხადა, მამუკა ბახტაძის თანამდებობის დატოვება ისევე, როგორც მისი გაპრემიერება, პირადი გადაწყვეტილება არ ყოფილა.

„ეს იყო ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება. მამუკა ბახტაძემ არაფერი არ გააკეთა და თავი ვერაფრით ვერ დაგვამახსოვრა. ეს მოსალოდნელი იყო, რადგან გადაწყვეტილებებს ივანიშვილი იღებს. სერიოზული კითხვაა – შემდეგი პრემიერი ვინ იქნება, არა იმიტომ, რომ მას ქვეყანაში რაიმეს სასიკეთოდ შეცვლა შეუძლია, რადგან გადაწყვეტილებას ივანიშვილი იღებს, არამედ იმიტომ, რომ გავარკვიოთ, ივანიშვილი გაბედავს თუ არა და დანიშნავს თუ არა გახარიას, რომელმაც გავრილოვის ღამე მოაწყო, თავის თანამოქალაქეებს თვალები დათხარა. თუ ამას გააკეთებს, ეს იქნება ნიშანი, რომ სრულიად არაადეკვატურია და საზოგადოებრივ აზრს პატივს არ სცემს”, – განაცხადა კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე ბახტაძეზე: როგორც არავინ გეკითხებოდათ დანიშვნას, ისე არავინ გეკითხებათ გადაყენებას
შემდეგი სტატიანათია თურნავა – გუნდის პერიოდული განახლება ემსახურება ახალ გამოწვევებთან გამკლავებას