სერგი კაპანაძე : ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით არის ძალიან ბევრი კითხვა, რომელზეც პასუხები არ ჩანს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომა პარლამენტში დაიწყო. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქმის მასალები შესწავლილია და ბევრი კითხვა არსებობს.
„ჩვენ გავეცანით ფაქტობრივად ყველა მასალას, რომელიც ჩვენთან შემოვიდა, როგორც სასამართლოდან ისე სამართალდამცავი ორგანოებიდან და დღეს ვიწყებთ ახსნა-განმარტების მოსმენას. პირველები იქნებიან დაზარალებულების ოჯახები. კითხვები ბევრი არის და თქვენ მოისმენთ ამ კითხვებს ორშაბათს-სამშაბათს. დარწმუნებული ვარ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ ნათელი მოეფინოს რა მოხდა ხორავას ქუჩაზე და მერე რატომ არ იქნა გამოძიება მიყვანილი ბოლომდე.
ამ კითხვებზე პასუხები არის უაღრესად მნიშვნელოვანი და თუ ამ კითხვებზე არ იქნა პასუხი გაცემული მეტი ეჭვი გაჩნდება“-განაცხადა სერგი კაპანაძემ. მისივე თქმით, ორშაბათიდან კომისიაზე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისა და ბრალდებული მხარის წარმომადგენლების დაბარება დაიწყება.

ვირუსის ბლოკატორები