სერგი კაპანაძე: ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად, სახელმწიფო ინსტიტუტების და პატრულის მიმართ პატივისცემა შემცირდა

“მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს” წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, ბათუმში განვითარებული მოვლენები იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ხელისუფლება ბოლო წლების განმავლობაში ატარებს.

კაპანაძის თქმით, აღნიშნული პოლიტიკის შედეგად, სახელმწიფო ინსტიტუტების და პატრულის მიმართ პატივისცემის შემცირება მოხდა.

„ხელისუფლება სხვადასხვა ჯგუფებს კონკრეტული მიზნების მისაღწევად იყენებს და ჩვენ გუშინ ვნახეთ, რომ ერთ-ერთი აქტიური მონაწილეთა ჯგუფი ამ ბუნტში იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ფანჯრებთან ატარებდნენ აქციებს და ჰქონდათ მათზე ზეწოლის მცდელობა.

გუშინ ვნახეთ ძალიან დაგვიანებული რეაქცია როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. საათების განმავლობაში უკონტროლო პროცესები მიდიოდა ისე, რომ სათანადო რეაგირება არ ყოფილა. იმედი გვაქვს, მოხდება ისეთი ტიპის რეაგირება, რათა აღარ განმეორდეს მსგავსი არეულობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ვანდალიზმი, რომელიც გუშინ განხორციელდა, როგორც პოლიციის მანქანების, ისე ქალაქის ინფრასტრუქტურის მიმართ იყოს გამოძიებული და ჩამდენი პირები იყვნენ დასჯილი“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ

banner
წინა სტატიაშიქართული ოცნება – უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ორგანიზება გაუწია ან ხელი შეუწყო ბათუმის მოვლენებს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი – ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების ჩატარება საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მორიგი მცდელობაა