სერგი კაპანაძე – კარტოგრაფების საქმის მთავარი ამოცანა იყო, ივანიშვილს მორიგჯერ გამოეგორებინა სააკაშვილი, როგორც საფრთხობელა – არ გამიკვირდება, თუ ბრალს წაუყენებენ

მაშინ როდესაც ხელისუფლებამ ვერც ერთ გამოწვევას ვერ უპასუხა, ერთადერთ შანსად წინა ხელისუფლების მიმართ ტალახის სროლა დარჩა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, რითაც დავით გარეჯის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილისათვის შესაძლო ბრალის წაყენებას ეხმაურება.

მისი თქმით, ხელისუფლებას ერთადერთი გამოსავალი აქვს, რამე დააბრალოს მიხეილ სააკაშვილს.

„რა თქმა უნდა, კარტოგრაფების საქმის მთავარი ამოცანა ივანიშვილისთვის იყო, რომ მორიგჯერ რაღაც სისულელე დაებრალებინა წინა ხელისუფლებისათვის და მორიგჯერ გამოეგორებინა სააკაშვილი, როგორც საფრთხობელა. ეს არის ამ საქმის მთელი არსი.

ამიტომ, რა თქმა უნდა, საერთოდ არ გამიკვირდება თუ ბრალს წაუყენებენ და თუ ეს ნეგატიური პროპაგანდისტული ნიაღვარი მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ იქნება მიმართული. ახალა, ივანიშვილს მხოლოდ ეს შანსი დარჩა. როცა კორონა გაექცა, როდესაც აღმოჩნდა, რომ არის ჩაფლავებული მთავრობა, როდესაც აღმოჩნდა, რომ ვერცერთ გამოწვევას თავს ვერ ართმევენ და ყველა პრობლემაზე პასუხი აქვთ, რომ არ იციან რას იზამენ.

ერთადერთი გამოსავალი აქვთ, ისევე დააბრლონ რაღაც სააკაშვილს. კარგად უნდა ესმოდეს ყველას, რომ ეს ხრიკები მას აღარ გაუვა და აუცილებლად მოხდება გარდამტეხი ცვლილებები, მას მერე რაც ივანიშვილი ამ არჩევნებში დამარცხდება. ეს არის გარდაუვალი და ტალახის სროლის მსგავსი ნიაღვარი ივანიშვილს ვეღაც უშველის“, – განაცხადა კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიარხოტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო
შემდეგი სტატიაგამყრელიძე: 240 000 დიაბეტით ავადმყოფისთვის ქვეყანას ხომ არ ვკეტავთ ჩვენ, არა?