სერგი კაპანაძე : ივანიშვილმა იცის, რომ მისთვის ხელისულებაში დარჩენის ერთადერთი ბილეთი სააკაშვილია, სამწუხაროა, რომ მას ამაში ხშირად თავად სააკაშვილი ეხმარება

ივანიშვილმა იცის, რომ მისთვის ხელისულებაში დარჩენის ერთადერთი ბილეთი არის სააკაშვილი. სამწუხაროა, რომ ხშირად ამაში თავად სააკაშვილი ეხმარება ხოლმე და ისე წარმოაჩენს, თითქოს მისი ერთადერთი ალტერნატივა არის, -ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის უფროსმა, სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს დავით გარეჯთან დაკავშირებით განუცხადა. მისი შეფასებით, ივანიშვილი ძალაუფლებას კარგავს და ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით, მზად არის აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები, ასევე ქვეყნის ეროვნული ინტერესები გაწიროს.

„ღარიბაშვილის გუშინდელ ინტერვიუში მთავარი იყო არა რუკები, არამედ მთავარი იყო მისი შეფასებები, რომელსაც მთელი ამ ჩართვის განმავლობაში აკეთებდა, რომ ეს არის სააკაშვილის ბრალი. აქ არის ძაღლის თავი დამარხული. ის, რომ ეს საქმე არ არის გრიფირებული, არავის აქვს გაუთქმელობის ვალდებულება აღებული, ის, რომ ეს საქმე არის პირდაპირ პროპაგანდაში წარმოჩენილი, როგორც დავით გარეჯის საქმე, ამ დროს ბრალში საერთოდ არც ფიგურირებს დავით გარეჯი, ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ მორიგი „შავი“ პიარსვლა დაგეგმონ და გააკეთონ სააკაშვილის წინააღმდეგ, რადგან ივანიშვილმა იცის, რომ მისთვის ხელისულებაში დარჩენის ერთადერთი ბილეთი არის სააკაშვილი. სამწუხაროა, რომ ხშირად ამაში თავად სააკაშვილი ეხმარება ხოლმე, რომელიც ისე წარმოაჩენს, თითქოს მისი ერთადერთი ალტერნატივა არის, თუმცა ამ დროს ასე არ არის. რეალობა არის ის, რომ ივანიშვილი ძალაუფლებას კარგავს. ახლა ცდილობს, მარტო იმის ხაზგასმით, რომ სხვები მასზე უარესები არიან, ამით შეინარჩუნოს ძალაუფლება და ამ საქმეში მზად არის გაწიროს უდანაშაულო ადამიანები, ასეთები არიან ივერი და ნატალია, რომლებიც ახლა ციხეში სხედან სრულიად წარმოუდგენელი ბრალდებით, არაფერი დაუშავებიათ. ასე ის მზად არის, გაწიროს ეროვნული ინტერესები, მათ შორის აზერბაიჯანთან მიმართებით, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. აი, ასეთი ხელისუფლება გვყავს ჩვენ“,-განაცხადა კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაში2 მორაგბეს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიათბილისში მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთა კონტროლი ხორციელდება