სერგი კაპანაძე : გამოძიება უნდა ჩატარდეს, საუბარი გვაქვს ქვეყნის ღალატზე

„გამოძიება უნდა ჩატარდეს, უნდა იქნას დადგენილი ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი და შესაბამისი პირები უნდა იქნენ დასჯილი. იმიტომ, რომ საუბარი გვაქვს ძალიან მძიმე ფაქტზე, ქვეყნის ღალატზე და არ შეიძლება, რომ ეს იყოს რეაგირების გარეშე დატოვებული. მე მინდა კიდევ ერთხელ გაგახსენოთ, რომ ბატონი წითელაშვილი არის მსჯავრდებული ქვეყნის ღალატისთვის თავის დროზე და მერე გათავისუფლებული იყო ამნისტიის შედეგად,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

გიგი კალანდაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასა და საიდუმლო ინფორმაციის რუსული სპეცსამსახურებისთვის გადაცემასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, გამოძიების დაწყების აუცილებლობას ხედავენ თავისუფალ დემოკრატებშიც.

„სკანდალური ინფორმაცია რომ ვრცელდება, რომ სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაცია გატანილია და რუსეთისთვის არის მიწოდებული, ეს სამშობლოს ღალატია ბუნებრივია. იურიდიული კვალიფიკაცია გამოძიებით უნდა განმტკიცდეს და შემდეგ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ჩვენ წინასწარ არაფერს ვამბობთ, მაგრამ ეს ყურადსაღებია,“- განაცხადა ზურა აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშიგედევან ფოფხაძე : მე ობიექტურად არ მიმაჩნია კრიტიკის საგნად ლევან იზორიას კანდიდატურა
შემდეგი სტატიატრისტან წითელაშვილი : ხიდაშელს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებაში ვადანაშაულებ