სერგი კაპანაძე : დიდი ალბათობით, დღის ბოლომდე ჩვენი მხრიდან პარლამენტში შევა განცხადებები, ვიმედოვნებ, სხვებიც იმავეს გააკეთებენ და გაფორმდება ერთპარტიული პარლამენტი

„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, საპარლამენტო სიის დახურვაზე მათი პარტიის განცხადება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა და ახლა უკვე დეპუტატები მიმართავენ პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით შესაბამისი განცხადებით.

„როგორც ცნობილია, წინა პარასკევს შევიტანეთ ცესკო-ში განცხადება, რითაც მოხდა საპარლამენტო სიის დახურვა, ეს განცხადება დააკმაყოფილა ცესკომ, ისევე როგორც სხვა პარტიების ანალოგიური განცხადებები დაკმაყოფილდა. შესაბამისად, ჩვენ დღეს მივიღეთ ეს პასუხი. უკვე ჩვენი მხრიდან დაიწერება, დეპუტატების მხრიდან შევა განცხადებები. დიდი ალბათობით, ეს მოხდება დღის ბოლომდე. ანუ, ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი იქნება გადადგმული და უკვე ამ განცხადებების დაკმაყოფილებაც მოუწევს ბატონ კობახიძეს, თუ უმრავლესობის სხვა წევრებს, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე, ერთი პერიოდი იძახდნენ, რომ არ დააკმაყოფილებდნენ. მერე თქვეს, რომ მყისიერად დააკმაყოფილებდნენ. ამით გაფორმდება პოლიტიკური ოპოზიციის გასვლა, უფრო სწორად, პარლამენტში არ შესვლა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, და ამ იმედის საფუძველს მაძლევს ის განცხადებები, რომლებიც კეთდება სხვა ოპოზიციური პარტიებიდან, რომ სხვებიც ზუსტად იგივეს იზამენ, ამ დღეებში დამთავრდება იურიდიული დეტალები და გაფორმდება ერთპარტიული პარლამენტი“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ ოფისში არიან შეკრებილი
შემდეგი სტატიანუგზარ წიკლაური : გრიგოლ ვაშაძის წასვლა, ამ განცხადების ფორმა და შინაარსი ჩვენთვის მოულოდნელი და აუხსნელი იყო