სერგი კაპანაძე – დღეს იქნება მორიგი ხალხმრავალი აქცია მოპარული არჩევნების გასაპროტესტებლად

დღეს იქნება მორიგი ხალხმრავალი აქცია მოპარული არჩევნების გასაპროტესტებლად,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ რუსთაველის გამზირზე დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „მოპარული არჩევნების“ გასაპროტესტებლად აქციები გაგრძელდება.

„დღეს, ჩვეულებრივი ფორმატით 15:00 საათზე შევიკრიბებით. იქნება გამოსვლები, სადაც კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას და ასე გაგრძელდება ეს პროტესტი“, – განაცხადა კაპანაძემ.

რაც შეეხება აქციის პარალელურად, აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციაში საარჩევნო საკითხთან მიმართებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების შუამავლობით მიმდინარე შეხვედრას, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ „ვნახოთ, ეს როგორც დამთავრდება, რადგან ბურთი ხელისუფლების მხარეს არის”.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი – დღეს გაცილებით მძიმე მოლაპარაკებები იყო, მაგრამ დიალოგი არ დამთავრებულა, კარი არ მოგვიჯახუნებია
შემდეგი სტატიაშემოსავლების სამსახური – გადასახადის გადამხდელებს ყოველწლიურად მილიარდზე მეტი თანხა ავტომატურად დაუბრუნდებათ