სერგი კაპანაძე : ცუდია, რომ საქართველოში ადამიანს შეუძლია შევიდეს ბანკში, მოითხოვოს ფული, ხალხი მძევლად აიყვანოს

“ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის შეფასებით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე განხორციელებული თავდასხმა იმ მძიმე გარემოს შედეგია, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებამ შექმნა. მისი თქმით, შექმნილ გარემოში ადამიანებს განცდა აქვთ, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია და მოწოდების სიმაღლეზე ვერ არის.

„ძალიან კარგია, რომ ეს ყველაფერი მსხვერპლის გარეშე დამთავრდა, მაგრამ ძალიან ცუდია, რომ საქართველოში ადამიანს შეუძლია შევიდეს ბანკში, მოითხოვოს ფული, ხალხი მძევლად აიყვანოს და მერე დაუსჯელი წავიდეს. ეს არის მძიმე შედეგი იმ გარემოსი, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, გარემოში, რომელშიც კრიმინალს გასდის ყველაფერი, რომელშიც კრიმინალი თანამშრომლობს, მათ შორის საარჩევნო მიზნებისთვის სახელმწიფოსთან. ამ გარემოში გვაქვს განცდა, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია და მოწოდების სიმაღლეზე ვერ არის. ეს ძალიან მძიმე განცდაა, რომელიც ალბათ, კიდევ დიდი ხანი გაყვება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს“, – განაცხადა კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშითერჯოლის კლინიკაში COVID-19-ით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაკახა ოქრიაშვილი დმანისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს