სერგი კაპანაძე „Cicero-ს“ სტატიაზე: ის რეალობაა ასახული, რომელზეც უცხოელი პარტნიორები, კონგრესმენები და ევროპარლამენტარები ხშირად საუბრობენ

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, გერმანულენოვანი გამოცემის „ციცეროს“ სტატიას ეხმაურება, სადაც საქართველოს მთავრობის მიერ არასახარბიელო ზომებზეა საუბარი უცხოელი ინვესტორების მიმართ.

„ამ სტატიაში ასახულია ის რეალობა, რომელიც ყველამ კარგად ვიცით და რაზეც ხშირად საუბრობენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები, კონგრესმენები და ევროპარლამენტარები. ნათქვამია, რომ საქართველოში მიმდინარეობს ბრძოლა უცხოური ინვესტიციების წინააღმდეგ, კონკრეტულად კი ამერიკული ინვესტიციების წინააღმდეგ. ბუნებრივია, ეს ძალიან ცუდად იმოქმედებს ჩვენ საინვესტიციო გარემოზეც, საერთაშორისო იმიჯზეც და ქვეყანაში ცხოვრების დონეზეც. სწორედ ეს არის ასახული ამ სტატიაში და ეს დასკვნა, რომ ამიტომ საქართველო რუსულ ორბიტაზე ბრუნდება და რუსულ გეზს იღებს ნაცვლად დასავლურისა, არის ის, რასაც ძალიან ბევრი ადამიანი იზიარებს და კიდევ ერთი მაგალითია ეს სტატია იმისა, თუ რატომ უნდა წავიდეს ივანიშვილის ხელისუფლება ოპოზიციაში ოქტომბრის არჩევნებზე“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიბექა ლილუაშვილი – პრემიერის დავალებით, 18 წლამდე ბავშვებისთვის 200 ლარიანი კომპენსაციის გაცემის პროცედურა დაიწყო
შემდეგი სტატიარეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი სოხუმის დრამატული თეატრის სპექტაკლით გაიხსნა