სერგი კაპანაძე : ჩვენი პოზიცია არ იცვლება, პარლამენტის ლეგიტიმაციას არ ვაპირებთ

ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას ახალი არჩევნების მისაღწევად და ამ ბრძოლას გავაგრძელებთ ყველა ინსტიტუტის გამოყენებით, ოღონდ არა პარლამენტის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ოპოზიციის მიმართ საერთო გზავნილია, ცვლილებებისთვის ინსტიტუტები გამოიყენონ.

როგორც კაპანაძემ განაცხადა, აღნიშნული განცხადების მიუხედავად, ოპოზიციის პოზიცია არ იცვლება.

„ჩვენთვის ცნობილია მოსაზრება, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა გამოთქვეს. მათ ურჩევნიათ, რომ ინსტიტუტები იყოს გამოყენებული ბოლომდე და პარლამენტში გაგრძელდეს ბრძოლა, უბრალოდ ერთი რამ, რაც ჩვენ შევძელით მისთვის აგვეხსნა არის, რომ ინსტიტუტები ჩვენთან არ მუშაობს, არ მუშაობს არც სასამართლო, რომელიც პირდაპირ ასრულებს ივანიშვილის დაკვეთას, ასევე არ მუშაობს არც ცესკო, რომელმაც არც ერთი საჩივარი არ განიხილა. არ მუშაობს არც საოლქო კომისიები, რომლებმაც ყველა მოთხოვნაზე, გადათვლაზე უარი თქვეს. ამიტომ, ჩვენი პოზიცია არ იცვლება, ვაგრძელებთ პარტნიორობას ჩვენს ამერიკელ პარტიორებთან, მაგრამ ჩვენი პოზიცია გამომდინარეობს იქიდან, რაც აქ შექმნა ივანიშვილმა, გააყალბა არჩევნები და მიისაკუთრა ხელისუფლება. ამიტომ, ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას ჩვენ არ ვაპირებთ. ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას ახალი არჩევნების მისაღწევად და ამ ბრძოლას გავაგრძელებთ ყველა ინსტიტუტის გამოყენებით, ოღონდ არა პარლამენტის, გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტი არ არის ლეგიტიმური და ჩვენი იქ შესვლით მას ლეგიტიმაციას ვერ მივანიჭებთ“, – განაცხადა კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია არჩევნების მე-2 ტურზე – ეს არჩევნები იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანაში, რაც შეიძლება სწრაფად, პროცესები დაბრუნდეს ფორმალურ სამართლებრივ ჩარჩოებში
შემდეგი სტატიააშშ-ში საქართველოს ელჩი – როცა მაიკ პომპეოს ვიზიტის დეტალები განისაზღვრა, მაშინვე იყო ცნობილი, რომ ფილიპ რიკერი ამ პერიოდით რჩებოდა საქართველოში