სერგი კაპანაძე: არ არსებული ფულის ხარჯვა, ლარის გაუფასურების პირდაპირი მიზეზია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი სერგი კაპანაძე ბოლო დღეების განმავლობაში ლარის კურსის ვარდნის მიზეზებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ ყველაფრის უმთავრესი მიზეზი მთავრობის მხრიდან იმ ფულის ხარჯვაა, რომელიც რეალურად არ არსებობს.

„ბოლო დღეებში ჩვენ ვხედავთ, რომ ლარი მკვეთრად უფასურდება, რასაც რამდენიმე მიზეზი გააჩნია, თუმცა ყველა მათგანი ხელისუფლების უმოქმედობასთანაა დაკავშირებული.

ვხდავთ რომ ბოლო პერიოდში ეკონომიკაში სერიოზული პრობლემებია. აქ საუბარი მხოლოდ ექსპორტისა და ინვესტიციების შემცირებაზე არაა. მთავარი ფაქტორი ისაა, რომ ქვეყანაში ნაკლები დოლარი შემოდის. ასევე, ის ნაბიჯები, რომელსაც კონკრეტულად მთავრობა დგამს – ისინი ხარჯავენ იმ ფულს, რომელიც რეალურად არ გააჩნიათ და ამასთან, იღებენ შიდა ვალს.

ზოგადად ვალი, რომელიც ქვეყანას გააჩნია მთლიანი შიდა პროდუქტის 42%-ა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. რაც შეეხება შიდა ვალს, მან 168 მილიონით მეტი შეადგინა, ვიდრე დაგეგმილი ჰქონდათ.

რეალურად არ არსებული ფულის ხარჯვა, ლარის გაუფასურების პირდაპირი მიზეზია. ნაკლები ფული შემოდის და მეტი იხარჯება. ამას მოჰყვება ეროვნული ბანკის ინტერვენცია, რაც გასაგებია, რადგან მას სურს შეაკავოს გაუფასურება, მაგრამ შედეგი არის ის, რომ ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიდოში თითქმის 200 მილიონი ლარია დახარჯული.

ლარის გაუფასურება მხოლოდ საგარეო ეფიმერული ფაქტების ბრალი არაა, ესაა კონკრეტული, არასწორი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ხელისუფლება მიმართავს.

რაც ყველაზე ცუდია, არ ჩანს რომ მათ ეს გაცნობიერებული აქვთ და რაიმის შეცვალას აპირებენ. ამბობენ, რომ არაფერი საგანგაშო არ ხდება. ჩვენ მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს უფრო აქტიურად დაიკავონ პოზიცია, როცა ხედავენ რომ ლარის გაუფასურება ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის ბრალია.

გამოსავალი ამ არათანაბარი ხარჯის შემცირება, შიდა ვალების აღების ტემპის დაგდება და ხელისუფლების მხრიდან მთელ რიგ ბიუროკრატიულ ხარჯებზე უარის თქმაა.“- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი: დავით უსუფაშვილი კარგი ორგანიზატორი იყო და ვფიქრობ, პარლამენტში საკუთარი თავი საუკეთესოდ გამოავლინა
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე, ჩვენ კვლავაც შევხვდებით, რადგან ცხოვრება გრძელდება