მიხეილ სააკაშვილის მიერ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 5 ოქტომბრის აქციის ამსახველი ფოტოს გამოქვეყნებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ვიდეოდან მოჭრილი “სქრინი” ფეისბუკმომხმარებელთა ნაწილმა რატომღაც ფოტოშოპით დამუშავებულად აღიქვა და სააკაშვილს თბილისის სატელევიზიო ანძის “გაქრობაში” დასდო ბრალი. ამ თემაზე კომენტარი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სერგი კაპანაძემაც გააკეთა. როგორც კაპანაძემ ხუმრობით აღნიშნა, ენმ-მ ანძა დევიდ კოპერფილდს და კრის ენჯელს გააქრობინა, 8 ოქტომბრის შემდეგ კი იგივეს გაკეთებას აპირებს შუშის სასახლისთვისაც.