სერგი კაპანაძე : ამომრჩევლების ორ დღეზე გადანაწილება სხვა საფრთხეებს უკავშირდება, პირველ დღეს რა ბიულეტინებიც ჩაიყრება, ღამის განმავლობაში იმას ვინ უდარაჯებს

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ არჩევნების დღეს ამომრჩეველთა ინფიცირების რისკების შესამცირებლად იდეალური გამოსავალი საარჩევნო უბნების რაოდენობის გაზრდა იქნებოდა, რაც თავის მხრივ, თითოეულ უბანზე ამომრჩეველთა რიცხვს შეამცირებდა.

სერგი კაპანაძე გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილის ინიციატივას, რომ 2020 წლის ოქტომბრის არჩევნები ორი დღის განავლობაში ჩატარდეს. კაპანაძის შეფასებით, ამომრჩევლების ორ დღეზე გადანაწილება ლოგიკურია, თუმცა ეს სხვა საფრთხეებს უკავშირდება.

„ევროპული საქართველო“ საკმაოდ ადრე ვხედავდით, რომ ასეთი რეალობა შეიძლება, დამდგარიყო. როდესაც პარლამენტში განხილვები მიმდინარეობდა, მმართველ ძალას ჩვენ შევთავაზეთ, უბნების რაოდენობა გაეზარდა, რათა თითოეულ უბანზე ნაკლები ამომრჩეველი ყოფილიყო და რისკებიც შემცირდებოდა. რა თქმა უნდა, ამაზე მივიღეთ უარი, რადგან მაშინ „ქართული ოცნების“ ის პერიოდი იყო, როცა ტრაბახობდნენ, როგორ მაგრად გაართვეს თავი, მაგრამ ვერ ხედავდნენ, ერთი თვის შემდეგ რა შეიძლება მომხდარიყო. ჩვენი აზრით, იდეალური გამოსავალი იქნებოდა უბნების რაოდენობის გაზრდა და თითოეულ უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობის შემცირება.

ლოგიკა არის ამომრჩევლების ორ დღეზე გადანაწილება, ოღონდ უნდა გვესმოდეს, რომ ეს სხვა საფრთხეებს უკავშირდება. მაგალითად, პირველ დღეს რა ბიულეტინებიც ჩაიყრება, იმას ვინ უდარაჯებს ღამის განმავლობაში. ანუ, ხელისუფლებას შანსს მივცემთ, კიდევ რამე გააყალბოს და ორდღიანი მანევრის საშუალება მივცეთ“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ინიციატივით გამოდის, 2020 წლის ოქტომბრის არჩევნები ორი დღის განმავლობაში ჩატარდეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : ჩვენ ლოკდაუნს უკვე აღარ გამოვაცხადებთ, ამის აუცილებლობა არ არსებობს, ქვეყანის ეკონომიკა ამას უბრალოდ ვერ გაუძლებს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : არჩევნები საქართველოში ჩატარდება კონსტიტუციურ ვადებში, არ გადაიდება