სერგი კაპანაძე ალეკო ელისაშვილის ინიციატივას ეხმაურება

ამით ხელისუფლებას მეტი ინსტრუმენტი ეძლევა, რომ რაიმე კიდევ გააყალბოს და ორდღიანი მანევრის საშუალება ჰქონდეს – კაპაანძე ელისაშვილის ინიციატივაზე
ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ალეკო ელისაშვილის ინიციატივას ეხმაურება, რომ არჩევნები 30 და 31 ოქტომბერს ჩატარდეს.
კაპანაძის თქმით, ეს ხელისუფლებას მისცემს მეტი მანიპულაციისა და გაყალბების საშუალებას.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ კარგი გამოსავალი იქნებოდა ევროპული საქართველოს ინიციატივა, რომ გაზრდილიყო საარჩევნო უბნების რაოდენობა, რათა უბნებზე ნაკლები ამომრჩეველი ყოფილიყო.
„საკმაოდ ადრე ვხედავდით, რომ ასეთი რეალობა დადგებოდა, როდესაც პარლამენტში მიდიოდა განხილვები, ჩვენ შევთავაზეთ მაშინ მმართველ ძალას, რომ გაეზარდა უბნების რაოდენობა, რათა თითოეულ უბანზე ყოფილიყო ნაკლები ამომრჩეველი და შესაბამისად, მათი მენეჯმენტი, რიგების მენეჯმენტიც ჯანდაცვასთან დაკავშრიებული რისკებიც იქნებოდა შემცირებული და მენეჯმენტი უფრო მარტივი იქნებოდა.
ამაზე მივიღეთ უარი, რადგან მაშინ ქართული ოცნების მთავრობის ის პერიოდი იყო, როდესაც ყელყელაობდნენ და ტრაბახობდნენ როგორ მაგრად გაართვეს თავი კოვიდს, ოღონდ ისინი ვერ ხედავდნენ რა შეიძლება მომხდარიყო ერთი თვის შემდეგ.
ჩვენი აზრით, უბნების რაოდენობის გაზრდა იქნებოდა კარგი გამოსავალი და ჯამში უბნებზე ამომრჩევლთა რაოდენობის შემცირება.
რაც შეეხება ბატონი ელისაშვილის ამ ინიციატივას, ლოგიკა გვესმის, რომ ორ დღეზე გაანაწილო ამომრჩევლთა რაოდენობა, მაგრამ ეს უკავშირდება სხვა საფრთხეებს.
პირველ დღეს რაც ჩაიყრება, იმ ბიულეტენებს ვინ უდარაჯებს? ამით ხელისუფლებას მეტი ინსტრუმენტი ეძლევა, რომ რაიმე კიდევ გააყალბოს და ორდღიანი მანევრის საშუალება ჰქონდეს. ამიტომ, ორდღიანი არჩევნების დროს, შუაში არის ლუფტი, რომელიც ხელისუფლებას აძლევს ბევრი მანიპულაციის საშუალებას და მგონია, რომ ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ მანიპულაციის საშუალება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – „ლოქდაუნით“ ადამიანების ჯანმრთელობა გადავარჩინეთ პირველი ტალღის დროს, როდესაც მთელ მსოფლიოში, ელემენტარული პირბადეც კი დეფიციტი იყო, დღეს ჩვენი წარმატება ეკონომიკის ჩაკეტვის გარეშე მართვაა
შემდეგი სტატიაფონდმა „ქართუმ“ თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო