სერგენკო სააკაშვილზე: როგორც ექიმი მოვუწოდებ, შეწყვიტოს შიმშილობა

“ქართული ოცნების” დეპუტატი დავით სერგეენკო მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს მოშმშილე ყოფილი პრეზიდენტია თუ რიგითი პატიმარი, ყველას ჯანმრთელობა თანაბრად მნიშვნელოვანია.

“ნამდვილად ვერ განასხვავებ ადამიანურად და პროფესიონალურად ყოფილი პრეზიდენტია თუ რომელიმე სხვა პატიმარი. ყველას ჯანმრთელობა თანაბრად მნიშვნელოვანია და ნამდვილად მჯერა, რომ ის ექიმები, ვინც ჩართულები არიან მისი მდგომარეობის მონიტორინგში, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ გართულებები არ იყოს. პირადად მას როგორც ექიმი მოვუწოდებ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა და საფრთხეს ნუ უქმნის თვაის ჯანმრთელობას, – თქვა სერგეენკომ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მე-18 დღეა შიმშილობს. ადვოკატების ინფორმაციით, მას წნევის ცვალებადობა და საერთო სისუსტე აღენიშნება.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანს შეხვდა
შემდეგი სტატიათალაკვაძე ჟურნალისტს: სააკაშვილი დაადანაშაულა სტრასბურგის სასამართლომაც, უფრო სამართლიანი სასამართლო თუ იცით, უნდა მოიფიქროთ