სერგეი შოიგუ – აშშ თუ უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალას მიაწვდის, რუსეთი იძულებული იქნება, საპასუხოდ მსგავსი იარაღი გამოიყენოს

აშშ თუ უკრაინას კასეტურ იარაღს მიაწოდებს მოსკოვი იძულებული იქნება, გამოიყენოს მსგავსი იარაღი, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

„იმ შემთხვევაში, თუ აშშ უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალას მიაწვდის, რუსეთის შეიარაღებული ძალები იძულებულნი იქნებიან, საპასუხოდ გამოიყენონ მსგავსი იარაღი უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ“, – განაცხადა შოიგუმ.

შოიგუმ აღნიშნა, რომ რუსეთის არმია იღებს ზომებს, რათა დაიცვას თავისი ჯარები ასეთი იარაღისგან.

„აღსანიშნავია, რომ რუსეთს აქვს კასეტური საბრძოლო მასალები, ყოველი შემთხვევისთვის. ისინი ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ამერიკული“, – აღნიშნა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.

გასულ კვირას აშშ-მ გამოაცხადა, რომ უკრაინას მიაწვდიდა კასეტური საბრძოლო მასალას, ასაფეთქებელი იარაღს, რომელიც, როგორც წესი, ავრცელებს დიდი რაოდენობით პატარა ბომბებს ფართო ტერიტორიაზე. კასეტური საბრძოლო მასალა აკრძალულია 100-ზე მეტ ქვეყანაში.

banner
წინა სტატიაში“თაიმერის” რეპორტაჟი სტიქიის ზონიდან (ვიდეო)
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – დღეს ვერავინ იტყვის უკრაინასა და საქართველოზე, როდის გახდებიან ნატო-ს წევრები