სერგეი შამბა: რუსეთთან შეერთებას ჩვენი კონსტიტუცია არ ითვალისწინებს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ დიმიტრი მედვედევის განცხადებაში (რუსეთთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესაძლო შეერთების შესახებ) არის სიმართლე, მაგრამ “აფხაზეთის კონსტიტუცია მსგავსი ნაბიჯის გადადგმის უფლებას არ იძლევა, ამასთან, აფხაზეთში არ არსებობს არცერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც შესაძლოა, ამ ვერსიას (რუსეთთან შეერთების) განიხილავდეს”.

“ჩვენი დამოუკიდფებლობის დათმობაზე საუბარიც კი არ შეიძლება იყოს, დიმიტრი მედვედევმა კი იგულისხმა, რომ სეერთების საკითხი დადგებოდა დღის წერიგში, თუ გაჩნდებოდა შესაბამისი საფრთხე. ეს საფრთხე გაჩნდა სამხრეთ ოსეთში, ჩვენთან არ გაჩენილა, ასე რომ, დიმიტრი მედვედევის განცხადება სულაც არ უნდა მივიღოთ პირდაპირ მოწოდებად, რომ აფხაზეთი რუსეთს უნდა შეუერთდეს”, – განაცხადა სერგეი შამბამ.

banner
წინა სტატიაშივაგნერელები პრიგოჟინს ემშვიდობებიან – რა ვიცით ამ დროისთვის
შემდეგი სტატიაპრიგოჟინზე ტერაქტის პირველ ეჭვმიტანილად მისი პირადი მფრინავი სახელდება