სერგეი ნარიშკინი ნინო ბურჯანაძეს შეხვდა

“დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერს სერგეი ნარიშკინს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სააგენტო “რია ნოვოსტი” ავრცელებს. როგორც დუმის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ნინო ბურჯანაძემ და სერგეი ნარიშკინმა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების პერსპექტივები განიხილეს.

“სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე სერგეი ნარიშკინი ცნობილ ქართველ პოლიტიკოსს ნინო ბურჯანაძეს შეხვდა. შეხვედრის დროს განიხილებოდა რუსეთისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების მდგომარეობა და პერსპექტივები, ასევე შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება”, – ნათქვამია რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის განცახდებაში.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ სალოცავის ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შემდეგი სტატია“არ გამოვრიცხავ რომ დაწყებული პროცესი შეიძლება მიმართული იყოს გაზეთ”ქრონიკა+”ის წინააღმდეგ და არჩევნების წინ მის დასახურად”