თუ დასავლელი ნაცისტები გამარჯვების დღის აღნიშვნას ხელს შეუშლიან, მათ მიმართ არანაირი შეწყალება არ იქნება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, მოწინააღმდეგე ცდილობს რუსებისთვის წმინდა დღესასწაულის ჩაშლას.
„მინდა მსურს სრული პირდაპირობითა და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო: თუ მოხდება ის, რასაც ახლა დასავლეთში აღორძინებული ნაცისტები უკრაინის მეშვეობით აკეთებენ, მათ მიმართ არავითარი შეწყალება არ იქნება“, – აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით რუსეთმა უკრაინის ტერიტორიიდან მომდინარე ნებისმიერი საფრთხე უნდა აღმოფხვრას.

















