რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსული ენის დღესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
ლავროვის მტკიცებით, უკრაინაში მიმდინარე ომის გრძელვადიანი დარეგულირება პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყანაში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების აღდგენასთან.
მოსკოვის შეფასებით, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა კონფლიქტის დასრულების მთავარი წინაპირობაა.
სერგეი ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი არ აპირებს ამ მიმართულებით პოზიციების დათმობას და მზად არის, რეაგირება მოახდინოს ნებისმიერ მსგავს ფაქტზე:
„ენობრივი დისკრიმინაციისა და რუსოფობიის ნებისმიერი გამოვლინებისთვის წინააღმდეგობის გაწევას კვლავ მტკიცედ გავაგრძელებთ, სადაც არ უნდა ხდებოდეს ეს“, — განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
















