“თუ ევროპა მოულოდნელად თავს დაესხმება რუსეთს, მიიღებს სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს ყველა საშუალებით”, – ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გააკეთა.
ლავროვის მტკიცებით, რუსეთი უკრაინაში „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ ატარებს და ევროპაზე თავდასხმის განზრახვა არ აქვს.
“თუ ევროპა მოულოდნელად განახორციელებს ჩვენს წინააღმდეგ ომისთვის მზადების მუქარას და დაიწყებს თავდასხმას რუსეთის ფედერაციაზე, მაშინ, როგორც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ეს არ იქნება ჩვენი მხრიდან სპეციალური სამხედრო ოპერაცია. ეს იქნება სრულმასშტაბიანი სამხედრო პასუხი ყველა არსებული საშუალებით, ამ საკითხთან დაკავშირებული დოქტრინული დოკუმენტების შესაბამისად“, – აღნიშნა ლავროვმა.















