სერგეი ლავროვი: „საქართველომ შესაძლოა, თავისი ადგილი სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ, „3+3“ ფორმატში დაიკავოს“

„საქართველომ შესაძლოა, თავისი ადგილი სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ, „3+3“ ფორმატში დაიკავოს,“ – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 2024 წლის რუსული დიპლომატიის შედეგებისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ აქტიურად დავუჭირეთ მხარი პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ინიციატივას და ასევე, „3+3“ მექანიზმის შექმნას მხარი პრეზიდენტმ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაუჭირა. ეს გულისხმობს სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანის – აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო და და მათი სამი მეზობლის – რუსეთი, თურქეთი, ირანი ფორმატს.

პირველი კონტაქტები უკვე შედგა, ჩვენს ქართველ მეზობლებს ჯერ არ დაუკავებიათ მათთვის განკუთვნილი ადგილი, მაგრამ ეს ადგილი იმ მაგიდასთან, სადაც ჩვენ რეგიონის პრობლემების განხილვას ვაპირებთ, მათთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი დარჩება“, – განაცხადა ლავროვმა.

banner
წინა სტატიაშიშეერთებულმა შტატებმა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს
შემდეგი სტატიალავროვი : „ზურაბიშვილი რაღაც პოლიტოლოგიის ტვინი ტრესტში დასაქმდა“