სერგეი ლავროვი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. რუსული მედიის ცნობით, „ლავროვის თვითმფრინავი სოხუმის ვლადისლავ არძინბას სახელობის აეროპორტში ჩაფრინდა“.

ლავროვს აეროპორტში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე და ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ელჩი სემენ გრიგორიევი დახვდნენ.

როგორც რუსული მედია წერს, სერგეი ლავროვი ოკუპირებულ ქვეყანაში რუსეთის საელჩოს ახალი კომპლექსის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა, ხვალ კი, ხაჯიმბასა და კოვესთან შეხვედრას გამართავს.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სოხუმში ვიზიტთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიალავროვმა აფხაზეთში რუსეთის საელჩოს ახალი კომპლექსი გახსნა