სერგეი ლავროვი: „მოსკოვს უნდა, რომ ქართველი ხალხის მეგობარი იყოს“

„მოსკოვს უნდა, რომ ქართველი ხალხის მეგობარი იყოს“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ევროპული სასამართლოს მიერ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

„მე ამ გადაწყვეტილების შესახებ არაფერი მსმენია, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ეს საქართველოს საქმეა. ნებისმიერი სიტუაცია, რომლებიც ეხება საქართველოს შიდა საქმეს, ამ სამართლის საფუძველზე უნდა წყდებოდეს… მოსკოვს სურს იყოს ქართველი ხალხის მეგობარი“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

შეგახსენებთ, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ოფიციალურად გადაიფორმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ სარჩელს შეიტანს
შემდეგი სტატია16 წლის მუშის დაღუპვის საქმეზე სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავეს