რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ევროპელების ფილოსოფია არსად წასულა და არ იცის, რა უნდა აკეთოს ევროპამ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების მაგიდასთან.
„ევროპელების ფილოსოფია არსად წასულა. არ ვიცი, რა უნდა აკეთონ მათ მოლაპარაკებების მაგიდასთან. ისინი კონფლიქტის გაყინვის შესახებ რაღაც მზაკვრული იდეების წარდგენას თუ ეცდებიან, თავად კი, თავიანთი წესისა და ჩვეულების თანახმად, ამაში ომის გაგრძელებას იგულისხმებენ, მაშინ რატომ უნდა მივიწვიოთ იქ?,“ – განაცხადა ლავროვმა სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ლავროვის თქმით, ევროპას უკვე ჰქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო მოლაპარაკებების პროცესში.
„მათი სურვილი უკვე რამდენჯერმე დაკმაყოფილდა“, – დასძინა ლავროვმა.