სერგეი ლავროვი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტს, ალან გაგლოევს შეხვდა

სერგეი ლავროვი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტს, ალან გაგლოევს შეხვდა.

შეხვედრა მოსკოვში შედგა.

საოკუპაციო რეჟიმის საინფორმაციო სააგენტო რეს-ის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაგლოევს “საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა”.

რეს-ის ცნობით, ლავროვმა თქვა, რომ “არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სამხრეთ ოსეთის საზოგადოების ჩამოყალიბებული ხასიათი და წარმატებები დემოკრატიისკენ სწრაფვაში”

გარდა ამისა, ლავროვმა გაგლოევთან ილაპარაკა “ორმხრივ დღის წესრიგსა და საგარეო პოლიტიკის კოორდინაციის ძირითად საკითხებზე, მათ შორის, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საერთაშორისო კავშირების გაფართოებაზე”. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალან გაგლოევს ყველა სფეროში მხარდაჭერა აღუთქვა.

რეს-ის ცნობით, სერგეი ლავროვმა გაგლოევს დონბასის დასაცავად რუსული ე.წ. სპეცოპერაციის მიმდინარეობა გააცნო და დადებითად შეაფასა ცხინვალის მიერ დონბასში გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება.

თავის მხრივ, ალან გაგლოევმა ლავროვის მხრიდან გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლიერება გამოხატა.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე ირაკლი კობახიძეს ვლადიმირ პუტინის ადარებს
შემდეგი სტატიაპროფკავშირი – ეროვნულ მუზეუმში თანამშრომელთა დაბარება და მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა დაიწყო