რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამტკიცებს, რომ უკრაინასა და ევროპაში “სატანიზმი ყვავის”.
“შეშფოთებას და, ვიტყოდი, ზიზღსაც იწვევს გასულ წელს კიევ-პეჩერის ლავრაში დაწყებული “წმინდანთა ნაწილების ინვენტარიზაციისა და მათი ისტორიული და სამეცნიერო ღირებულების შემოწმების სამუშაოები”. უკრაინის კულტურის სამინისტროს ამ ბიუროკრატიული ფორმულირების უკან, სხვათა შორის, დგას დაკანონებული მკრეხელობა, რომელიც სრულდება თანხმობით, პირდაპირი მხარდაჭერითაც კი, რიგი ევროპული ქვეყნებისა, სადაც ასევე ძლიერად ყვავის, პირდაპირ რომ ვთქვათ, სატანიზმი,” – თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
















