სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინაში ნატო-ს ქვეყნების სამხედროების განთავსება მიუღებელია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიუღებელს უწოდებს უკრაინაში ნატო-ს ქვეყნების სამხედროების განთავსებას სამშვიდობო მისიის ფარგლებში. ამის შესახებ რუსმა დიპლომატმა ერ-რიადში ამერიკულ დელეგაციასთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინაში სამხედროების განთავსებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა.

როგორც სერგეი ლავროვმა აღნიშნა, „უკრაინის ნატო-ში ჩათრევა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, რაც ხდება“, რადგან ნატო-ს გაფართოება რუსეთის ფედერაციის ინტერესებისა და რუსეთის სუვერენიტეტისთვის პირდაპირი საფრთხეა.

„დღეს ჩვენს მოსაუბრეებს ავუხსენით, რომ ჩვენ კარგად აღვნიშნეთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა თავის რამდენიმე გამოსვლაში დასავლელ ლიდერებს შორის პირველმა მკაფიოდ თქვა, რომ უკრაინის ნატო-ში ჩათრევა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, რაც ხდება, რომ ეს არის ჯო ბაიდენისა და მისი ადმინისტრაციის ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა და დონალდ ტრამპი პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, ასეთ რამეს არ დაუშვებდა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ავუხსენით ჩვენს კოლეგებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, პუტინმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ნატო-ს გაფართოება, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ უკრაინის შთანთქმა რუსეთის ფედერაციის ინტერესებისა და ჩვენი სუვერენიტეტისთვის პირდაპირი საფრთხეა. ამიტომ სხვისი დროშის ქვეშ, ევროკავშირის დროშის ქვეშ თუ ეროვნული დროშების ქვეშ ნატო-ს ქვეყნებიდან შეიარაღებული ძალების გამოჩენა ამ თვალსაზრისით არაფერს ცვლის. ჩვენთვის ეს მიუღებელია“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა ერ-რიადში ამერიკულ დელეგაციასთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიგახარია: ივანიშვილს ჰქონდა ერთი დავალება გაცემული – მთავარია არ მოკლათ, დანარჩენი ყველაფერი შეგიძლიათო-ივანიშვილის პირადი ინსტრუქციით ხდება ეს ყველაფერი
შემდეგი სტატიაბოკერია საგამოძიებო კომისიაზე – თუ არ დამიბარებენ, ივანიშვილის რეჟიმის ყველაზე აგრესიული მომხრეების თვალშიც კი დასაცინები გახდებიან