სერგეი ლაგოდინსკი: საქართველო ახალი მეთოდებით თავისუფლების ჩახშობის ყველაზე ინოვაციური ლაბორატორიაა

საქართველო ახალი მეთოდებით თავისუფლების ჩახშობის ყველაზე ინოვაციური ლაბორატორიაა. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სერგეი ლაგოდინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა ახლა შიშის სულისკვეთებით იმართება.

„საქართველო პოსტსაბჭოთა, აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე თავისუფლების მოყვარე, ყველაზე მხიარული ქვეყანაა. ბოდიში, რომ სტერეოტიპებით ვსაუბრობ, მაგრამ მგონია, რომ დადებითი სტერეოტიპები დაშვებულია.

და მტკივა იმის დანახვა, რომ ეს ქვეყანა ახლა იმართება შიშის სულისკვეთებით, ანტი-ლიბერალიზმის სულისკვეთებით, დამოკიდებულებების სულისკვეთებით, რომლებიც უკან იყურება და არა მომავალში.

ყოველთვის ასე იყო და მგონია, რომ ტრივიალურია ამის თქვა, რომ მსგავს სიტუაციებში პირველი მიზანი არის უმცირესობები, სოციალური საზოგადოება და მედია. და ამიტომ გახდა მზია [ამაღლობელი] ასეთი სიმბოლური. არა უბრალოდ იმიტომ, რომ ის ასეთი მამაცია – ის მამაცია! რაც მან გააკეთა, როგორ მოიქცა და როგორც იქცევა – ყველა ჩვენგანისთვის მაგალითია. მაგრამ ეს ასევე სიმბოლურია საქართველოსთვის, რომელიც ახალი მეთოდებით თავისუფლების ჩახშობის ყველაზე ინოვაციური ლაბორატორიაა”, – განაცხადა ლაგოდინსკიმ.

banner
წინა სტატიაშიელინა ვალტონენი – ვგმობთ ოპოზიციის ლიდერების დაკავებებს, რომელიც არაპროპორციული იურიდიული პროცედურების შედეგად ხდება, გამოხატვის და შეკრების თავისუფლება კითხვის ნიშნის ქვეშაა
შემდეგი სტატიამზია ამაღლობელი წარმოადგენს ყველაფერს, რისიც ავტორიტარულ მთავრობას ეშინია – ლენა შილინგი