8.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ნოემბერი 11, 2026
banner

სერგეი ყანჩელის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ხოლო შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება.

banner
წინა სტატიაშივატო სურგულაძე: რუსეთიდან შავი ჭირის გავრცელების პანიკის საფუძველი არ არსებობს
შემდეგი სტატიარატომ არ მისცეს საიას ადვოკატს გიორგი დავითაძისგან ჩანაწერების გამოტანის უფლება