სერგეი გავრილოვი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ „კეთილი ნების” ელჩი გახდა

სერგეი გავრილოვი ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ  „კეთილი ნების” ელჩი გახდა. მის გარდა ეს სტატუსი მიიღეს რუსმა მომღერლებმა ნიკოლაი ბასკოვმა და ვალერიამ.

მოძრაობა „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩები” 2007 წელს დაარსდა. ორგანიზატორთა განცხადებით, მისი მიზანი აფხაზეთის იმიჯის შეცვლა და ახალგაზრდების მხარდაჭერაა.

კეთილი ნების ელჩები, ორგანიზაციის განცხადებით, დაკავდებიან „აფხაზეთში ჰუმანიტარული პროექტების რეალიზაციით და ასევე საერთაშორისო ასპარეზზე „ქვეყნის“ წამოწევით“.

 

banner
წინა სტატიაში31 წლის წინ დაიღუპა თვალსაჩინო მამულიშვილი ვოვა ვეკუა
შემდეგი სტატიაგორში დაჭრილი ორივე მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა