სერგეი გაიდაი: ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ქალაქს!

ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ ოკუპირებული სევეროდონეცკის 90% განადგურდა,- ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.
“ჩვენი ჯარების გაყვანის შემდეგ მტერი ფიქსირდება სევეროდონეცკის რეგიონალურ ცენტრში და სოფლებში – სიროტინში, ვორონოვოსა და ბოროვსკში.
სევეროდონეცკის დატოვება ახლა მხოლოდ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გავლითაა შესაძლებელი.
რაშისტები ქალაქში საკუთარ წესებს ადგენენ, „კომენდანტს“ ნიშნავენ, „აზოტის“ თავშესაფრებიდან გამოსულ ხალხთან პროპაგანდისტულ ისტორიებს იღებენ. ქალაქის 90% განადგურებულია. იქ გადარჩენა ძალიან რთული იქნება. ოკუპანტები კომუნიკაციებს ვერ აღადგენენ.
ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ქალაქს! დიდხანს არ იქნება”,- წერს ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

banner
წინა სტატიაშირუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელორუსიაში ისკანდერ-მ-ის სარაკეტო სისტემების გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო
შემდეგი სტატიააშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და G7 ლიდერები შეთანხმდნენ რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე