სერგეენკო: ვერც განგიმარტავთ რა არის ეს პრაიდი, რაღაც ფლეშმობია

“ქართული ოცნების” დეპუტატის, დავით სერგეენკოს თქმით, ვერ განმარტავს და არ იცის თბილისი პრაიდი რა არის, “ფლეშმობია თუ დემონსტრაცია”.

“პრაიდი რომ მკითხოთ ეხლა, ვერც განგიმარტავთ რა არის ეს პრაიდი, რაღაც ფლეშმობია, დემონსტრაცია, არ ვიცი უბრალოდ. რთული სათქმელია რა, უფლებების შეზღუდვა არ მგონია იყოს, არავინ არ უშლის იმის გაკეთებას რისთვისაც მონდომებულები და მოწოდებულები არიან ეს ხალხი. რაც შეეხება უფრო ხმამაღალ გამოხატვას, არ ვიცი, საზოგადოების სხვა ნაწილსაც უნდა შეეკითხონ ალბათ და მაინც და მაინც კონფრონტაციაზე არ უნდა წავიდნენ”, – თქვა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთში დელტა-ვარიანტის გამო კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა იზრდება
შემდეგი სტატიასამნიძე: მნიშვნელოვანია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს