სერგეენკო – შესაძლოა, პოლიტიკურმა პარტიებმა შეთანხმებას უახლოეს მომავალში მიაღწიონ

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ შესაძლოა, პოლიტიკურმა პარტიებმა შეთანხმებას უახლოეს მომავალში მიაღწიონ.

„ვითარება უკვე მომწიფდა და მოლოდინი მაქვს, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. კომპრომისი იმისაა, რომ ორივე მხარემ უნდა იფიქროს და კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. ევროკავშირის ცალსახა პოზიცია ორ ძირითად გზავნილში გამოიხატა, პირველი -ოპოზიციის მიმართ, რომ ისინი შემოვიდნენ პარლამენტში და აქ გააგრძელონ ოპონირება, მეორე – ხელისუფლების მიმართ გზავნილია, რომ კომპრომისები მოძებნოს ამ პირობების შესაქმენლად. მოლოდინი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში ეს ყველაფერი პოზიტიურად გადაწყდება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი – ნინუცა მაყაშვილი მინდა ვუთხრა, ძალადობაზე საუბარი არასდროს არის გვიან
შემდეგი სტატიასერგეენკო – გახარიას გუნდის წევრებს „ქართული ოცნების“ კრიტიკის გარდა, არაფერი გაუკეთებიათ