სერგეენკო – როგორც პრაიდის მონაწილეებს აქვთ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, ისე აქვს ყველა დანარჩენს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, თუ პრაიდის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ღონისძიების ჩატარება შეიძლება, კონტრპროდუქტიული იყოს, თავი უნდა შეიკავონ.

„არ ვთვლი, რომ ამ ადამიანებს ვინმე ჩაგრავს. თუ ისინი ხედავენ, რომ პრაიდის ჩატარებამ შედეგები უნდა გაზომოს, თუ ხედავენ, რომ პრაიდის ჩატარება შეიძლება კონტრპროდუქტიული იყოს, მგონი, ამისგან თავი უნდა შეიკავონ. როგორც მათ აქვთ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, ისე აქვს ყველა დანარჩენს – მეც, საპატრიარქოსაც ნებისმიერ სხვა ადამიანს“, – განაცხადა სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე – ვაქცინაციის პროცესს საკმაოდ კარგი დინამიკა აქვს
შემდეგი სტატიაწყალდიდობის რისკისა და ზედაპირული წყლების ხარისხის გაუარესების პრევენციის მიზნით, სპეციალური სისტემის შემუშავება იწყება