სერგეენკო: პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა ყველა რისკი მოხსნილი არ არის

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება.

„პატრიარქის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, საბედნიეროდ უმჯობესდება, თუმცა ყველა რისკი მოხსნილი არ არის. არ მაქვს უფლებამოსილება, რომ კონკრეტულ კლინიკურ დეტალებზე გესაუბროთ, თუმცა დაგიდასტურებთ, რომ ზოგადი მდგომარეობა უმჯობესდება.

ასაკიდან და თანმდევი დაავადებებიდან გამომდინარე უკიდურესად საყურადღებოა მისი ჯანმრთელობა და ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება“,- აღნიშნა სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას „ყველაზე საჯარო სახელმწიფო უწყების“ ჯილდო გადაეცა
შემდეგი სტატიაე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები 7 იანვარს საპატიმრო დაწესებულებას დატოვებენ