სერგეენკო: თუ პარლამენტში არ იქნება ოპოზიცია, ეს ნამდვილად არ იქნება კარგი და ნორმალური ვითარება

თუ ისე მოხდა, რომ პარლამენტში არ იქნება ოპოზიცია, ეს ნამდვილად არ იქნება კარგი და ნორმალური ვითარება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, „დღეს ოპოზიციამ უკვე დაკარგა შანსი, რომ მაჟორიტარული არჩევნები მოეგო მეორე ტურში“.

„რჩება შესაძლებლობა პროპორციული სიებით და თუ ამ დღეების განმავლობაში მოხერხდება ამ მოლაპარაკებებში თანხმობის მიღწევა, ოპოზიციას კიდევ აქვს შანსი რომ საპარლამენტო ცხოვრებაში მიიღოს მონაწილეობა“, – განაცხადა სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიკომისიის წევრთა ნაკლებობის გამო ბათუმში 93-ე საარჩევნო უბანი სპეცუბნად გადაკეთდა
შემდეგი სტატიახაშურისა და ქარელის მე-16 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს