სერგეენკო: პარლამენტი, თუკი მასში ოპოზიცია არ მოხვდება, არ იქნება ისეთი ძლიერი

“საწყისი წერტილი არის, რომ ზოგადადაც და არსებულ სიტუაციაშიც განსაკუთრებით, ძალიან მნიშნველოვანია სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული მუშაობა, ეს ყველაფერი არის ქვეყნის გადარჩენა. პარლამენტი, თუკი მასში ოპოზიცია არ მოხვდება, არ იქნება ისეთი ძლიერი. ეს არ არის ნორმალური, როდესაც პარლამენტში მხოლოდ პოზიციაა და არ არის ოპოზიცია. ასეთი პარლამენტი ეფექტიანად ვერ მუშაობს. ეს რომ ბევრად უფრო მშვიდი პერიოდი იყოს, ვიდრე ახლა გვაქვს, ვფიქრობ, რომ მიდგომა იქნებოდა უფრო სხვანაირი. ახლა ჩვენ არ გვაქვს ამის რესურსი, რომ რაღაც პოლიტიკური კომფორტისა და დისკომფორტის გამო მივიღოთ რბილი გადაწყვეტილებები. პოზიციამ თავისი შეთავაზება გააკეთა, ოპოზიციამ თავისი პოზიცია გამოხატა და გვაქვს მოლაპარაკება მედიაციის საშუალებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აბსოლუტურად ყველა გაითავისებს იმას, რომ ჩვენ რეალურად ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ”- აცხადებს ქართული ოცნების საბურთალოს ოლქის კანდიდატი, დავით სერგეენკო.

banner
წინა სტატიაში„მე მიმაჩნია, რომ „მიშას გარეშე არაფერი გამოვა“ ეს შემოგდებული ლოზუნგია
შემდეგი სტატიასახელმწიფო დეპარტამენტი მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს