სერგეენკო: პარლამენტი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ფართო მსჯელობებისთვის მზადაა
სხვა სტატიები
- ქალბატონო ადა, თქვენი გამოსვლა რუსეთის ნარატივის საუკეთესო მაგალითი იყო სალომე ზურაბიშვილის განცხადების შემდეგ – წულუკიანი
- „ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა შეხვედრა მიმდინარეობს
- “ივანიშვილმა და მისმა ხროვამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ფეხებზე დაიკიდეს”
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ინფორმაციით, პარლამენტი ნარკოპოლიტიკის გადახედვასთან დაკავშირებით, ფართო მსჯელობებისთვის, მზადაა.
„რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევაში მარიხუანასთან მიმართებაში სახელმწიფოს დამოკიდებულებას, მხოლოდ მოხმარება, გასაღება თუ ა.შ. მე მჯერა, რომ ეს უნდა განიხილონ ამ დარგის სპელციალისტებმა საქმიან ვითარებაში.
რამდენადაც ვიცი, პარლამენტი ამ ფართო მსჯელობებისთვის, მზადაა“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.
პარლამენტის შენობის წინ, გუშინ “თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართა. არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკას აპრტოტესტებდნენ.