სერგეენკო ოპოზიციზე – ცდილობენ, გზებით გადაკეტვით მიიქციონ ყურადღება, რაც სწორი არ არის, ქალაქს პრობლემები არ უნდა შეუქმნა

ოპოზიციამ იმდენი ადამიანის მობილიზაცია ვერ მოახერხა, რამდენის მოლოდინიც ჰქონდა, ცდილობენ, გზებით გადაკეტვით მიიქციონ ყურადღება, რაც სწორი არ არის, ქალაქს პრობლემები არ უნდა შეუქმნა, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

„ოპოზიცია ცდილობს, ქუჩის პროტესტები გააქტიუროს და ვინაიდან, იმდენი ადამიანის მობილიზაცია ვერ მოხერხდა, რამდენის მოლოდინიც ჰქონდათ, ცდილობენ, ასე გზებით გადაკეტვით მიიქციონ ყურადღება, რაც სწორი არ არის, რადგან ქალაქს პრობლემები არ უნდა შეუქმნა. აქციის ორგანიზატორები პირობას დებდნენ, რომ გადაუდებელი დახმარების მანქანებს, სასწრაფოს, სამაშველო სამსახურს შეფერხების გარეშე გაატარებდნენ, მაგრამ რეალურად, შეფერხება მაინც ხდებოდა, რადგან შეუძლებელია ისეთი ორგანიზება, რომ ხალხი მყისიერად გაიყოს, ამიტომ, ამ საკითხს ფრთხილად უნდა მოეკიდონ. პოლიტიკური ყურადღების ცენტრში ყოფნა ადამიანების სიცოცხლის საპირწონე არ უნდა იყოს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშისერგეენკო – უცნაურია, როცა სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხებზე პოლიტიკოსები უფრო მაღალ მოთხოვნებს აყენებენ, ვიდრე ექიმები
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით სილიკონის ველის წამყვანმა ინვესტორებმა თბილისში ვენჩურული კაპიტალის მასტერკლასს უმასპინძლეს