სერგეენკო ოპოზიციის პარლამენტში შესვლაზე – კარები არ უნდა დაიხუროს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ოპოზიციის დეპუტატების მანდატების შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის სულისკვეთება ერთიანია, რომ ყველას მიეცეს შესაძლებლობა გამოიყენოს პარლამენტის ტრიბუნა.

“ჩემი განწყობაც ესეთია, რომ კარები არ უნდა დაიხუროს, რაც არის შესაძლებლობა, მაქსიმალურად იქნას გამოყენებული, რომ ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში” , – თქვა დავით სერგეენკომ.

სერგეენკომ განაცხადა, რომ ამ საკითხზე თავისუფალი კენჭისყრა იქნება თუ არა, სავარაუდოდ, დღეს გადაწყდება. მისი მოლოდინით, კენჭისყრა მაქსიმალურად ღია იქნება.

banner
წინა სტატიაშიუფრაქციო დეპუტატებისათვის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს პარლამენტი პირვანდელი სახით მიიღებს
შემდეგი სტატიაჯანმო – ჩვენ შეგვიძლია ამ ვირუსის დამარცხება და ჩვენ მას დავამარცხებთ