სერგეენკო – „ნაციონალურ მოძრაობას“ დოკუმენტზე ხელს იძულებით ვერ მოვაწერინებთ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის დავით სერგეენკოს განცხადებით, მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერების შემდეგ ახლა მნიშვნელოვანია, რომ ამ ხელშეკრულებაში გაწერილი ყველა პუნქტი შესრულდეს.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული, მოაწერს თუ არა ეს პარტია მიშელის დოკუმენტს ხელს.

„19 აპრილიდან დიდი დრო არ გასულა და ამის გამო შეიძლება, რაღაც ეპოქალური შედეგი ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ეს ადამიანები რეზოლუციაში აფიქსირებენ, ოპოზიციამ და პოზიციამ რა უნდა გააკეთონ. ვფიქრობ, ორივე მხარემ ამ რეკომენდაციებს ანგარიში უნდა გაუწიოს. იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ამბობენ, რომ არსებობს რისკები, ვერაფერს ვუპასუხებ, რადგან ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დამსხდარიყვნენ და შეჯერებული დოკუმენტი მიეღოთ. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ყველამ გააკეთა. „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი პასუხისმგებლობა აქვს, ხელს ვერ დავუჭერთ და დოკუმენტზე ძალით ვერ მოვაწერინებთ. დანარჩენი ყველა შეუერთდა ამ შეთანხმებას. ამოცანა არის, რონ ამ ხელშეკრულებაში გაწერილი ყველა პუნქტი შესრულდეს. თუ არ მოაწერს ხელს ეს ხალხი, დაე, ნუ მოაწერს. ამით ტრაგედიას ვერ შევქმნით“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს პროფესიულ დღეს ულოცავს
შემდეგი სტატიანაცვლიშვილი – ყველა კარგად ხედავს ხელისუფლების აშკარა და თავხედურ მცდელობებს დაარღვიოს შეთანხმება