სერგეენკო – მმართველი გუნდისთვის სააკაშვილის ჩამოსვლა საფრთხის შემცველი არ იქნება, უბრალოდ, კანონი აღსრულდება

მიხეილ სააკაშვილი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო და არ მინდა, მასზე რაიმე აგდებულად ვთქვა, მაგრამ მისი მხრიდან საქართველოში ჩამოსვლაზე განცხადების დაანონსება ასე გაუთავებლად, წარმოუდგენელია. თუ ჩამოდის, ჩამოვიდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდისთვის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა საფრთხის შემცველი არ იქნება.

„მმართველი გუნდისთვის მისი ჩამოსვლა არანაირი საფრთხის შემცველი არ იქნება, უბრალოდ, კანონი აღსრულდება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიპილოტი თემურ თოლომაშვილი – 35 წელია, მფრინავი ვარ, ასეთი შემთხვევა არ მქონია
შემდეგი სტატიაავარია რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე – არიან დაშავებულები