სერგეენკო: გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში მიმდინარე დისკუსია კონსტრუქციულ ჩარჩოებში მოაქცია

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, დავით სერგეენკოს შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი კვირიკაშვილმა, პარლამენტში მიმდინარე დისკუსია კონსტრუქციულ ჩარჩოებში მოაქცია.

„მართლაც ინტენსიური სამუშაო დღე იყო. ოპოზიცია ცდილობდა, თავისი როლი შეესრულებინა, თუმცა ხშირად ეს დისკუსია კონსტრუქციული გარემოდან გამოდიოდა და ერთგვარად კორექტულობის ზღვარსაც სცილდებოდა. პრემიერის დიდი დამსახურებაა, რომ მან მოახერხა სამთავრობო გეგმის არამარტო სრულყოფილი წარდგენა, არამედ ამ დისკუსიის შენარჩუნება კონსტრუქციულ ჩარჩოებში“, – განაცხადა სერგეენკომ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მთავრობა ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპების, ეროვნული ვალუტის გაუფასურების და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკუთრებაზე მიმდინარე დავის გამო გააკრიტიკეს.

მთავრობის დამტკიცების პროცესის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრობის კანდიდატებთან ერთად, დღეს საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდა.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: ნაციონალური მოძრაობა გადატეხა და პოლიტიკურ სამარემდე მიიყვანა სწორედ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ
შემდეგი სტატიაიანვრიდან საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებს ხელფასი 10 პროცენტით შეუმცირდებათ?