სერგეენკო – ე.წ. უკანონო მოსმენების სკანდალური საკითხი ბევრ ინსტიტუციას და ადამიანს შეეხო

ე.წ. უკანონო მოსმენების სკანდალური საკითხი, რაც საინფორმაციო სივრცეში და საზოგადოებაში დომინირებს ბევრ ინსტიტუციას და ბევრ ადამიანს შეეხო და ვერც ერთი მათგანი ვერ დარჩებოდა რეაგირების გარეშე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე დაწყებულია გამოძიება.

„რაც შეეხება ჰარცელის განცხადებას, რა თქმა უნდა ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს ამას თვალყურს და ის, რაც ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, დიპლომატიურ ენაზე გაკეთებული განცხადება იყო და ჯერჯერობით არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის ვენის კონვენციის დარღვევა, ვიდრე გამოძიება არ დამთავრდება და უტყუარი ფაქტები არ დაიდება“, – განაცხადა სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია ღარიბაშვილის შეხვედრებზე – მახსენდება ასლან აბაშიძის პროპაგანდა
შემდეგი სტატიასაგარეო უწყება – საქართველო ერთგულია ყველა იმ საერთაშორისო ვალდებულების, რაც ითვალისწინებს ქვეყანაში დიპლომატიური კორპუსის სრულფასოვან ფუნქციონირებას