27.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 23, 2026
banner

სერბეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ რამდენიმე კვირაში თანამდებობას დატოვებს, რის შემდეგაც ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ვუჩიჩმა ბელგრადში, ხელისუფლების მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გამოაცხადა.

„მე მხოლოდ რამდენიმე კვირა ვიქნები პრეზიდენტი და შემდეგ თანამდებობიდან გადავდგები“, — განაცხადა ვუჩიჩმა. აღსანიშნავია, რომ მისი ოფიციალური საპრეზიდენტო ვადა 2027 წლის შუა პერიოდში იწურებოდა.

ვუჩიჩის გადადგომის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციები, რომლებიც 2024 წლის დეკემბრიდან დაიწყო. პროტესტის ტალღა ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა, სადაც თაღის ჩამონგრევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. მოქალაქეები მომხდარს კორუფციასა და ნეპოტიზმს უკავშირებდნენ და ხელისუფლების გადადგომას ითხოვდნენ.

banner
წინა სტატიაში“ეს ქცევა ძალადობრივის გარდა, არაადეკვატურიცაა”- გია ნოდია პარლამენტში გამართულ ფიზიკურ დაპირისპირებაზე
შემდეგი სტატიაპარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს უცნობი პირი დაუპირისპირდა- პოლიციამ მას ხელბორკილები დაადო